„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას კორონა ვირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ფინანსური შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდებს.
შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში მთავრობამ კომპანიებისთვის რეგულაციები უნდა დააწესოს და მწვავე ვირუსის ფონზე მოქალაქეები კომუნალური გადასახდებისგან გაათავისუფლოს. პარტიის ლიდერი ხელისუფლებას სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითის გამოყენებას ურჩევს.
„მიმდინარე გლობალურ-ინფექციური საფრთხის გამო საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოში შეჩერდეს გადასახადების ამოღება შუქზე, გაზზე და წყალზე. კომპანიები, რომლებიც დაკავებულები არიან ამ პროდუქციის ათმაგად და ოცმაგად გაყიდვით, საკმაოდ მდიდრები გახდნენ იმისათვის, რომ მიმდინარე თვეებში არ მიიღონ რამე ზარალი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.